weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ფანცულაიამ ინდოეთში მორიგი ტურნირი მოიგო

11:08 შაბათი, 26 იანვარი 2019

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა ლევან ფანცულაიამ (2597) ინდოეთის ქალაქ ჩენაიში (ყოფილი მადრასი) მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა. ჭადრაკის თბილისელმა დიდოსტატმა რიგით მე-11 საერთაშორისო ღია პირველობაზე 10 შესაძლებლობიდან 8.5 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა.

გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ: 2. ივან პოპოვი (რუსეთი, 2588); 3. ალექსეი ალექსანდროვი (ბელარუსი, 2582), 4. ლუკა პაიჭაძე (საქართველო, 2583), 5. სუსანტო მეგარანტო (ინდონეზია, 2530), 6. ივან როზუმი (რუსეთი, 2589).

საინტერესოა, რომ ფანცულაიას გამარჯვება და დოქტორ ნაჩიმუტუ მაჰალინგამის სახელობის სპეციალურ ჯილდოსთან ერთად 300 000 რუპია ($4200) დასკვნით ტურში პირველ ნომრად განთესილ რუს ალექსანდრ პრედკესთან (2620) ყაიმმა მოუტანა. ეს უკანასკნელი საბოლოოდ 7.5 ქულით მე-9 პოზიციაე გავიდა.

ცნობისთვის, ფანცულაიამ ათიოდ დღის წინ დელის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა და პირველი საფეხური იქაც არავის დაუთმო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]