weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბითაძის ზედიზედ მესამე გამარჯვება და MVP

11:36 შაბათი, 26 იანვარი 2019

გოგა ბითაძე ევროლიგაში შეუჩერებელია. მისმა კლუბმა „ბუდუჩნოსტმა“ ევროლიგაში ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა გოგა ბითაძის „ბუდუჩნოსტმა“, ქართველი კალათბურთელი კი ზედიზედ მესამედ დასახელდა შევხედრის საუკეთესო მოთამაშედ (MVP).

ჩერნოგორიულმა „ბუდუჩნოსტმა“ ბოლო მატჩში საკუთარ მოედანზე ესპანური „გრან კანარია“ 75:70 დაამარცხა. მონტენეგროელებმა თამაშის სადავეები თავიდანვე ხელთ იგდეს და მატჩის ბოლომდე მოპოვებული უპირატესობა შეინარჩნუნეს. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა ესპანელებს ოდენ მეორე პერიოდში დაანებეს გამარჯვება და ამის ფონზე, რა გასაკვირია, რომ მოგება თითქმის უპრობლემოდ მოახერხეს.

19 წლის ქართველმა ცენტრმა 29 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში 16 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 3 დაფარება მიითვალა. ბიტაძემ 7-დან 5 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ბურთი მეტოქის ფარზე ორჯერ მოხსნა. ბურთი ერთხელ ჩაუჭრეს, ხოლო მის წინააღდეგ არავის დაუფარებია (საპასუხოდ 3 დაფარება მიითვალა). იგი ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესი 4-ჯერ დაირღვა. ბითაძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 27 შეადგინა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა და შედეგად, მატჩის MVP-ის ტიტულიც ერგო.

„ბუდუჩნოსტს“ 20 ტურის შემდეგ 6 მოგება და 14 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში „გრან კანარიასა“ და „ხიმკის“ გაუტოლდა, თუმცა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ბოლოსწინა, მე-15 პოზიციაზე იმყოფება. საინტერესოა ის, რომ „ბუდუჩნოსტს“ 17 შეხვედრაში 3 გამარჯვება ჰქონდა, ახლა კი იგივე რაოდენობის მატჩები ბოლო სამ ტურში მოიგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]