საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა შერაზადაშვილის გამორჩეულ როლს ესპანეთში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების საქმეში.
22 წლის ნიკოლოზ შერაზადაშვილი (90 კგ) ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, ვინც ესპანეთს მამაკაცებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის მედალი მოუტანა. ის ესპანეთის სახელით საერთაშორისო არენაზე 2012 წლიდან გამოდის. ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის ორ-ორჯერ გახდა ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი, ოქროს მედალი კი ძიუდოში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე აიღო.