weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ველისციხელი გიორგი ბეროშვილი წოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

14:53 სამშაბათი, 27 ივნისი 2017

გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში მცხოვრები 33 წლის გიორგი ბეროშვილი წოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გიორგი ბეროშვილი 100 კგ წონით კატეგორიაში მონაწილეობდა და 225 კილოგრამი დაძლია. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მან უკვე მეოთხედ მოიპოვა.

„მიღებული ტრავმის შემდეგ ოფიციალურ შეჯიბრზე პირველად გამოვედი. დაახლოებით 6 თვეა ვვარჯიშობ და ჯერ ისევ რეაბილიტაციის პროცესში ვარ. ვიცოდი, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ტარდებოდა და ბოლო თვეებში ინტენსიურად ვემზადებოდი. ჩემ წონით კატეგორიაში ოთხი სპორტსმენი მონაწილეობდა“, - უთხრა გიორგი ბეროშვილმა „რეგინფოს“.

წოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონატი 23-25 ივნისს თბილისში ჩატარდა. ჩემპიონატში ირანიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან ჩამოსული ძალოსნები მონაწილეობდნენ.

გიორგი ბეროშვილი 2016 წლის ოქტომბერში თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა. ის რეანიმაციაში იყო მოთავსებული და რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]