ამ გამარჯვებით ჯოკოვიჩმა 4.1 მილიონი ამერიკული დოლარი 2000 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ნადალი კი ორ მილიონ დოლარს მიიღებს.
შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა. ნადალმა, რომელსაც მატჩის მოგების არანაირი შანსი არ ჰქონია, კარიერაში დიდი სლემის ტურნირის ფინალი სამ სეტში პირველად წააგო. მთელი შეხვედრის განმავლობაში მან მხოლოდ ერთი-ბრეიკ პოინტი გამოიმუშავა და ისიც ვერ გამოიყენა, როდესაც „ნოლემ“ რვა შესაძლებლობიდან ხუთი ბრეიკად აქცია. ჯოკოვიჩმა თითქმის უშეცდომოდ ითამაშა, სულ 9 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, რაც გასაოცარი შედეგია.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში დიდი სლემის მე-15, ხოლო ჯამში 73-ე ტიტული მოიპოვა. ამით „ნოლემ“ სლემების რაოდენობით, პიტ სამპრასს (14) გადაასწრო და მესამე ადგილზე გადაინაცვლა როჯერ ფედერერისა (20) და რაფაელ ნადალის (17) შემდეგ.
რაც შეეხება ავსტრალიის ღია პირველობას ქალთა შორის, იგი ნაომი ოსაკას ტრიუმფით დასრულდა. მელბურნში გამართული ფინალური შეხვედრა ოსაკასა და ჩეხ პეტრა კვიტოვას შორის ზუსტად ორსაათნახევარი გაგრძელდა და დრამატული გამოდგა - 7:6, 5:7, 6:4.