weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გიორგი ჩაკვეტაძე საგოლე პასით დაბრუნდა

11:13 ორშაბათი, 28 იანვარი 2019

საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ლიდერი გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს საგოლე პასით დაუბრუნდა. ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატის 23-ე ტურში „გენტი“ „კორტრაიკს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

ჩაკვეტაძე მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, 76-ე წუთზე კი მისი გადაცემის შემდეგ ტიბო დე სმეტმა გამარჯვების გოლი გაიტანა. გოლის ავტორი ინდივიდუალურად დიდებულად გაისარჯა და მეტოქის კარი მას შემდეგ დალაშქრა.

შეგახსენებთ, რომ „გენტის“ შვიდმა ნომერმა ტრავმის გამო 18 დეკემბრის შემდეგ პირველად ითამაშა, რაც შეეხება ბელგიური კლუბის მეორე ქართველ ფეხბურთელს, გიორგი ქვილითაია განაცხადში არ ყოფილა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]