კვალიარელამ ყოფილ კლუბ „უდინეზესთან“ შინ მოგებულ შეხვედრაში (4:0) 33-ე და 56-ე წუთებზე ზუსტად შესრულებული პენალტებით დუბლი გაიფორმა და სერია A-ს 11 მატჩში ზედიზედ 14-ჯერ გამოიჩინა თავი, ბატისტუტამ კი 1994-95 წლების სეზონში ფლორენციის „ფიორენტინას“ მაისურით ზედიზედ ამდენივე შეხვედრაში 13 გოლი შეაგდო.
მომდევნო ტურში, 2 თებერვალს, მიმდინარე სერია A-ს მეექვსეადგილოსანი „სამპდორია“ კვალიარელას კიდევ ერთ ყოფილ კლუბს, მეორეადგილოსან „ნაპოლის“ ხვდება და იმ შემთხვევაში თუ 33 წლის ფორვარდმა გოლი კვლავ გაიტანა, ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდება.
ცნობისთვის, ფაბიო კვალიარელა იტალიის მიმდინარე ჩემპიონატის ბომბარდირთა სიას სათავეში 16 გოლით უდგას, შემდეგ კი 15-15 გოლით კრისტიანო რონალდო (იუვენტუსი) და დუვან საპატა (ატალანტა) მოდიან.
აქვე გეტყვით, რომ კვალიარელა, რომელსაც სხვადასხვა დროს „ტორინოში“, „ფიორენტინაში“, „უდინეზეში“, „ასკოლიში“, „ნაპოლისა“ და „იუვენტუსშიც“ უთამაშა, იტალიის ეროვნულ ნაკრებში 2007-2010 წლებში გამოდიოდა და 25 მატჩში 7 გოლი გაიტანა.