weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

NBA-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ რასელ უესტბრუკი აღიარეს

15:34 სამშაბათი, 27 ივნისი 2017

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) 2016-17 წლების რეგულარული სეზონი შეაჯამეს და სხვადასხვა კატეგორიებში სეზონის საუკეთესოები გამოავლინეს. საუკეთესო მოთამაშედ (MVP - Most Valuable Player) Oklahoma City Thunder-ის ლიდერი რასელ უესტბრუკი დასახელდა.

უესტბრუკმა NBA-ს ყველა დროის რეკორდი მოხსნა და ერთ სეზონში 42 სამმაგი დუბლი შეასრულა. ბოლო 55 წლის განმავლობაში იგი პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც სეზონი სამმაგი დუბლით დაასრულა. იგი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 31.6 ქულას, 10.7 მოხსნასა და 10.4 პასს აკეთებდა. 

MVP-ის კანდიდატად რასელ უესტბრუკის გარდა კიდევ ორი კალათბურთელი კავაი ლეონარდი (San Antonio Spurs) და ჯეიმს ჰარდენი (Houston Rockets) იყვნენ წარდგენილნი. 

სეზონის საუკეთესო მწვრთნელად „ჰიუსტონ როკეტსის“ დამრიგებელი მაიკ დ’ანტონი აღიარეს. მისმა გუნდმა 55 შეხვედრა მოიგო და 27 წააგო, ანუ წინა სეზონთან შედარებით 14 შეხვედრით მეტი. დ’ანტონიმ წლის საუკეთესო მწვრთნელთა დავაში გრეგ პოპოვიჩსა (San Antonio Spurs) და ერიკ სპოლსტრას (Miami Heat) აჯობა.

წლის საუკეთესო დამცველი ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი დრეიმონდ გრინი გახდა,  წლის გაუმჯობესებული მოთამაშე კი - „მილოუკი ბაქსის“ ბერძენი წევრი იანის ადეტოკუნბო, რომელიც განვლილ სეზონში საშუალოდ ერთ მატჩში 22.9 ქულას, 8.8 მოხსნას, 5.4 პასს, 1.6 ჩაჭრასა და 1.9 ბლოკ-შოტს აკეთებდა. 

საუკეთესო მეექვსე მოთამაშე „ჰიუსტონ როკეტსის“ უკანახაზელი ერიკ გორდონი გახდა. იგი საშუალოდ ერთ მატჩში 16.2 ქულას აგდებდა და განვლილ სეზონში 246 სამქულიანი ჩააგდო. საუკეთესო თანაგუნდელად დალასის „მავერიკსის“ გერმანელი ლეგენდა დირკ ნოვიცკი აღიარეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]