weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იაპონია აზიის თასის ფინალში მეხუთედ იასპარეზებს

10:34 სამშაბათი, 29 იანვარი 2019

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე აზიის ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრაში იაპონიის ნაკრებმა ირანის ეროვნული გუნდი დაამარცხა და ისტორიაში მეხუთედ შეძლო აზიის თასის ფინალში გასვლა.

ორივე გუნდი ნახევარფინალამდე ზედმეტი გართულებების გარეშე მივიდა, წყვილში კი ფავორიტად ბევრი ირანს უფრო მიიჩნევდა, თუმცა „ლურჯმა სამურაებმა“ სამი უპასუხო გოლი გაუტანეს კარლოს კეიროსის გაწვრთნილ გუნდს და ფინალში გავიდნენ. საკამათო ეპიზოდებში შესრულებული დუბლით გამოირჩა ბრემენის „ვერდერის“ ფორვარდი იუია ოსაკო, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი მესამე გოლი „ჰანოვერის“ შემტევმა გენკი ჰარაგუჩიმ მიითვალა.

ნახევარფინალში მარცხისთანავე კარლოს კეიროსმა მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. პორტუგალიელი სპეციალისტი ირანელებს 2011 წლიდან წვრთნიდა და გუნდი ორჯერ ზედიზედ გაიყვანა მსოფლიო ჩემპიონატებზე, რაც ამ ქვეყნის ნაკრებს იქამდე არასოდეს უქნია.

რაც შეეხება 2019 წლის აზიის თასის მეორე ნახევარფინალურ წყვილს, მასპინძელი საამიროები, რომელმაც მეოთხედფინალში ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ავსტრალიას სძლია, ყატარს შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ მეოთხედფინალში ასევე ფავორიტი სამხრეთ კორეა ჩამოიცილა გზიდან. წყვილში გამარჯვებული 1-ელ თებერვალს, ფინალურ მატჩში, აბუ დაბიში იაპონიას შეხვდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]