weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„პარი სენ-ჟერმენმა“ არგენტინის ნაკრების წევრი შეიძინა

10:22 ოთხშაბათი, 30 იანვარი 2019

ფრანგულმა „პარი სენ ჟერმენმა“ სანკტ-პეტერბურგის „ზენიტიდან“ ლეანდრო პარედესი დაიმატა. ტრანსფერის ღირებულებამ 40 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო არგენტინის ნაკრების წევრმა პარიზელებთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ამპლუით ნახევარმცველი პარედესი თომას ტუხელის გუნდში 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

„ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ ისეთ გუნდს შევუერთდი, როგორიც „პარი სენ ჟერმენია“. იტალიასა და რუსეთში მიღებული გამოცდილების შემდეგ, ამჯერად ფანტასტიკური შანსი მომეცა, რომ მომერგო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მაისური მსოფლიოში“, - განაცხადა 24 წლის ფეხბურთელმა.

„ბოკა ხუნიორსის“ აღზრდილ პარედესს ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, აქამდე „კიევოს“, „რომასა“ და „ემპოლის“ რიგებშიც უთამაშია, რუსულ კლუბს კი იგი 2017 წელს შეუერთდა. რაც შეეხება ეროვნულ გუნდს, არგენტინის ნაკრებში პარედესმა 2017 წლიდან 9 მატჩი გამართა და 1 გოლი გაიტანა სინგაპურთან ამხანაგურ მატჩში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]