weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„იმპერატორის თასის“ მფლობელი ტამავაში გახდა

11:11 სამშაბათი, 29 იანვარი 2019

2019 წლის სუმოს პირველი სუპერტურნირი ტამავაშის გამარჯვებით დასრულდა. მონღოლი სუმოტორი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ ჰაცუ ბაშოზე მხოლოდ ორ შეხვედრაში დამარცხდა და მოგება-წაგებათა საუკეთესო ბალანსი (13/2) დააგროვა.

34 წლის ტამავაში, რომლის ნამდვილი სახელ-გვარია ბატჟარგალ მიონხ-ორგილი, იანვრის ბაშოზე ელიტარულ დივიზიონ მაკუუჩიში სეკივაკეს წოდებით ირჯებოდა, თუმცა განახლებულ ბანძუკეში დიდი ალბათობით, მას დააწინაურებენ.

ტამავაშიმ, რომელიც პროფესიულ სუმოში 2004 წლიდან ასპარეზობს, აწდასრულებულ ჰაცუ ბაშოზე „იმპერატორის თასის“ მოგებასთან ერთად ორი ჯილდოც დაიმსახურა: მებრძოლი სულისა და საუცხოო ასპარეზობისთვის.

აქვე გეტყვით, რომ მომდევნო სუპერტურნირი სახელად ჰარუ ბაშო მარტში, იაპონიის ქალაქ ოსაკაში გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]