weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პატრიარქმა ძიუდოისტები შეარიგა

16:00 ოთხშაბათი, 30 იანვარი 2019

ქართულ ძიუდოში ბოლო პერიოდში არსებული დაპირისპირების დასასრულებლად და შესარიგებლად საქართველოს საპატრიარქოში სპორტსმენები, მწვრთნელები და ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები მივიდნენ.

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე შოთა ხაბარელმა განაცხადა, რომ დაპირისპირება დასრულდა, ძიუდოისტები შერიგდნენ და პატრიარქმა ისინი დალოცა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაპირისპირება აღარ იქნება, რადგან ეს იყო ყველას ნება, რომ პატრიარქს დაელოცა და შეერიგებინა. მთელი წელი მიმდინარეობდა სპორტსმენებს შორის დაპირისპირება, რაც ყველაზე ცუდი იყო“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეგახენებთ, რომ ქართულ ძიუდოში დაპირისპირება გასული წლის გაზაფხულიდან დაიწყო, როდესაც ნაკრების ძიუდოისტებმა და კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომა მოითხოვეს. ქევხიშვილმა საბოლოოდ თანამდებობა დატოვა, მისი ადგილი კი გიორგი ათაბეგაშვილმა დაიკავა.

შემოდგომით დაპირისპირება ნაკრების წევრებს შორის მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, იაპონიაში გრან-პრის მიმდინარეობისას ქართველი ძიუდოისტები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის გამოც ტურნირზე ლაშა შავდათუაშვილმა გამოსვლა ვერ შეძლო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]