weather cur horoscope tv
დეკემბერი 04, 2021

Junior NBA-GBF ლიგის ჩემპიონი ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი „ჩიკაგო ბულსი“ გახდა

10:01 ოთხშაბათი, 28 ივნისი 2017 hits 2216

ჯუნიორ NBA-GBF ლიგის მეორე გათამაშება ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი გამარჯვებით დასრულდა. „ჩიკაგო ბულსმა“ საჩემპიონო მატჩში „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ სახელით მოასპარეზე „ქუთაისი“ დაამარცხა და დაჯილდოების ცერემონიის ბოლოს საჩემპიონო თასი NBA-ს საპატიო ელჩისგან – ცნობილი სლოვენიელი კალათბურთელისგან, მარკო მილიჩისგან ჩაიბარა.

ფინალამდე გაიმართა მესამე ადგილისთვის მატჩი, რომელშიც „ჰიუნდაი-ფილაფელფიამ“ გორის „იუტა ჯაზი“ 48:31 დაამარცხა. ფინალური მატჩი კი ძალიან დაძაბული გამოდგა. ზაზას აკადემიის გუნდი მესამე პერიოდში 10 ქულით ჩამორჩებოდა მეტოქეს, თუმცა ლუკა ალავიძის, ლევან ძინძიბაძის, დავით მუმლაძისა და სხვა აკადემიელების შედეგიანობით „ჩიკაგო ბულსმა“ მოახერხა თამაშის შემობრუნება და წინ გაიჭრა. დასკვნით წუთებში „ზაზას აკადემიამ“ ლიდერობის შენარჩუნება მოახერხა და ჩემპიონობა მოიპოვა.

გამარჯვებულებს 23 ქულით ლუკა ალავიძემ ულიდერა, ლევან ძინძიბაძემ კი აკადემიელებს 14 ქულა შესძინა. „ჩიკაგო ბულსის“ მიერ მოგროვებული ქულების დარჩენილი 4 ქულა კი დავით მუმლაძის ანგარიშზე დაგროვდა. 

შეგახსენებთ, რომ ჯუნიორ NBA-GBF ლიგას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ატარებენ. მხარდამჭერები არიან კალათბურთის რეგიონალური ფედერაციები და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. ჯუნიორ NBA-GBF ლიგა მეორე წელია ტარდება და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი ბავშვი გახლდათ ჩართული. 

ჯუნიორ NBA-GBF ლიგის საუკეთესო ოთხეულში გასული გუნდები სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ. მეოთხეზე გასულ გორელებს სიგელები ერგოთ, ხოლო ბრინჯაოსა და ვერცხლის პრიზიორები შესაბამისი სინჯის მედლებით დაჯილდოვდნენ. გუნდების წევრებს მედლები და სიგელები გადასცეს აჭარის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გოდერძი კორძაძემ, ჯუნიორ NBA-ს წარმომადგენელმა ვანია ჩერნივეცმა და ამერიკელმა სამხედრო ოფიცრებმა. 

როგორც NBA-შია მიღებული, ჯუნიორ NBA-GBF ლიგის გამარჯვებულებიც საჩემპიონო ბეჭდებით დაჯილდოვდნენ. ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდის წევრებს ჯუნიორ NBA-GBF ლიგის გამარჯვებულისთვის დაწესებული საჩემპიონო ბეჭდები და სიგელები გადასცეს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და თბილისის კალათბურთის განვითრების პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა. 

ჯუნიორ NBA-GBF ლიგის საუკეთესო მოთამაშედ „ზაზას აკადემიის“ წევრი ლუკა ალავიძე დასახელდა, რომელსაც სპეციალური პრიზი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]