weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საფრანგეთში ჩატარებულ ტურნირზე ქართველმა მოჭიდავეებმა 9 მედალი მოიპოვეს

10:55 კვირა, 03 თებერვალი 2019

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ანრი დეგლანის სახელობის საერთაშორისო გრან-პრის გათამაშება გაიმართა, სადაც საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა იასპარეზა. გიორგი იანტბელიძის შეგირდებმა 4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტურნირის ჩემპიონები გახდნენ: ოთარ გოგავა (57 კგ), ბექა ლომთაძე (61 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) და დავით ხუციშვილი (79 კგ), ვერცხლის მედალს ტარზან მაისურაძე (86 კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედლები ლაშა ლომთაძეს (57 კგ), ზურაბ ერბოწონაშვილს (74 კგ), მამუკა კორძაიას (97 კგ) და როლანდ ანდრიაძეს (125 კგ) ხვდათ წილად.

გუნდური ჩემპიონობისთვის საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი, მისივე ხელმოწერითა და მილოცვით, საქართველოს ნაკრებს გადაეცა. საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. მეორე ადგილზე გერმანიის ნაკრები, ხოლო მესამეზე ბელარუსია გავიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]