შერმადინი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 29 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 6 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო და 18 ქულას 10 მოხსნა (4 შეტევაში) მიამატა. თამაშში ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
„უნიკახამ” 12 მოგება და 7 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 9 თებერვალს, ისევ შინ, „მარესასთან“ გამართავს.