weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქართელი სუმოისტები წოდებებში დაწინაურდნენ

11:02 ოთხშაბათი, 28 ივნისი 2017

იაპონური პროფესიული სუმოს ასოციაციამ მომავალი სუპერტურნირისთვის განახლებული რეიტინგი (ბანძუკე) გამოქვეყნა, რომელშიც ქართველი სუმოისტებისთვის სასიკეთო ცვლილებებია.

საგრძნობი წინსვლა განიცადა ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ლევან გორგაძემ. ქართველმა სეკიტორიმ უკანასკნელ სუპერტურნირზე - ნაცუ ბაშოზე 15-დან 12 ორთაბრძოლა მოიგო და მხოლოდ მონღოლ იოკოზუნა ჰაკუჰოს (15-ვე გამარჯვება) ჩამორჩა. ამრიგად, გასაკვირი არ ყოფილა, რომ ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას წოდებას დაემშვიდობა და აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა გახდა.

ნაცუ ბაშოზე რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოში იასპარეზა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ. მას მე-3 განთესვა ჰქონდა და მაისის სუპერტურნირი 9 მოგებითა და 6 მარცხით დაასრულა, რაც ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში დასაბრუნებლად სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. ახალი ბანძუკეს თანახმად, ქართველი გოლიათი ივლისის ტურნირზე აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირას ტიტულით გაირჯება.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის მორიგი, მე-4 სუპერტურნირი იგივე ნაგოია ბაშო 9-23 ივლისს იაპონიის ქალაქ ნაგოიაში ჩატარდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]