weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმს უნდობლობას უცხადებს

10:44 შაბათი, 09 თებერვალი 2019

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, პრეზიდიუმმა დისკვალიფიკაციის მინიჭებაზე რატომ უნდა იმსჯელოს მაშინ, როდესაც ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან დაპირისპირების შედეგად დაზარალებული თავადაა.

როგორც ზურაბ დათუნაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდიუმის შემადგენლობაში ის პირები არიან, რომლებიც გეგეშიძის ინტერესებს იცავენ და ფიზიკური დაპირისპირების დროს მისი მხარე დაიჭირეს. მოჭიდავის თქმით, პრეზიდიუმის წევრები ცდილობენ შექმნან განწყობა, თითქოს შერიგება და პრობლემის მოგვარება დათუნაშვილს არ სურს. 

​„პრეზიდიუმს არ ვენდობი, ისე გამოჰყავთ საქმე, თითქოს შერიგება უნდათ და ზურაა წინააღმდეგი. მე თუ შევურიგდები გეგას, მას უბრალოდ ფულადი თანხით დააჯარიმებენ, რასაც მოჭიდავეების ფულით გადაიხდის. ამ ადამიანს შერიგება არ უნდა, მას უნდა რომ მე გავჩუმდე და მან სკამი შეინარჩუნოს. ამ მიზნით, შესაძლოა ისიც აღიაროს, რომ რკინა ეჭირა ხელში და ის ჩამარტყა, თავიდან ხელის მოქნევასაც არ აღიარებდა. პრეზიდიუმის სხდომა რომ ჩაინიშნება, გავერკვევი ვინ იქნებიან მის შემადგენლობაში და იმის მიხედვით გადავწყვეტ დავესწრები თუ არა პრეზიდიუმის სხდომას. ​მე ვაპროტესტებდი, გადავედი ლეიბიდან და თავში ჩამარტყეს რაღაც, კიდევ მე უნდა მივიღო დისკვალიფიკაცია?!“ – აცხადებს ზურაბ დათუნაშვილი.

ქართველი მოჭიდავე ამბობს, რომ მისთვის მარტივი გადაწყვეტილება არ არის ქვეყნიდან წასვლა, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა გამოსავალს ვერ ხედავს.

„ჩემთვის არ არის მარტივი ავდგე და წავიდე. მაშინ ფედერაციამ უნდა შემიქმნას პირობები, რომ ჩემი მაქსიმუმი დავხარჯო. აქამდეც მქონდა პრობლემები, დაველაპარაკე ამ ხალხს, მაგრამ არაფერი შეცვლილა. შარშან ზაფხულში მქონდა იგივე პრობლემა - ვიბლოკებოდი. სამი საერთაშორისო ტურნირიდან, არც ერთგან წასვლის უფლება არ მომცეს. 2013 წლის შემდეგ საქართველოს არც ერთი ჩემპიონატი არ წამიგია, მხოლოდ ერთხელ წავაგე, ისიც ჩემს ძმასთან”, – განმარტავს ზურაბ დათუნაშვილი.

 

ამ თემაზე:

ვნანობ ჩემს საქციელს, უნდა მოვრჩეთ კინკლაობას – გეგეშიძე

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]