weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე 6 ქართველი გამოვა

15:06 შაბათი, 09 თებერვალი 2019

ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში გასამართ ევროპის რიგით მე-14 ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე 6 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. ფესტივალი 10-15 თებერვალს ჩატარდება და მასში ევროპის 46 ქვეყნის 911 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს სახელით გამომსვლელი ახალგაზრდა სპორტსმენები 2 სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში გამოვლენ:

ნოდარ კოზანაშვილი (სამთო-სათხილამურო სპორტი)

გიორგი აბრამაშვილი (სამთო-სათხილამურო სპორტი)

სანდრო ჟორჟოლიანი (სამთო-სათხილამურო სპორტი)

ნინო კურტანიძე (სამთო-სათხილამურო სპორტი)

მაგატა ჯაფარიძე (სამთო-სათხილამურო სპორტი)

ალინა ურუშაძე (ფიგურული ციგურაობა)

ქართული დელეგაცია სარაევოში 9 თებერვალს გაემგზავრება და სამშობლოში 16 თებერვალს დაბრუნდება.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]