თამაში 9 თებერვალს, სტუმრად, „კლუჟი არენაზე“ გაიმართა. „ბორჯღალოსნებს“ პირველი ქულები 39-ე წუთზე თედო აბჟანდაძემ მოუტანა და ჯარიმით ანგარიში 3:6 გახადა. პირველი ლელო კი მეორე ტაიმის დასაწყისში გურამ გოგიჩაშვილმა დადო. მეორე ლელოს ავტორი ბექა გორგაძე გახდა, რომელმაც ანგარიში საქართველოს სასარგებლოდ 15:9 შეცვალა. შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე აბჟანდაძემ კვლავ ზუსტად შეასრულა ჯარიმა და ანგარიში 18:9 გახდა.
შემდეგ შეხვედრას „ბორჯღალოსნები“ ესპანეთის ნაკრებთან გამართავენ. თამაში 17 თებერვალს, თბილისში, „ავჭალის სტადიონზე“ გაიმართება.