მსოფლიოს N1 ჩოგბურთელი კვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩია, უცვლელია ასევე ტოპ-ათეული:
- ნოვაკ ჯოკოვიჩი - 10 955 ქულა
- რაფაელ ნადალი - 8320
- ალექსანდრ ზვერევი - 6475
- ხუან მარტინ დელ პოტრო - 5060
- კევინ ანდერსონი - 4845
- როჯერ ფედერერი - 4600
- კეი ნიშიკორი - 4100
- დომინიკ ტიმი - 3960
- ჯონ იზნერი - 3155
- მარინ ჩილიჩი - 3140
აქვე გეტყვით, რომ 26 წლის ქართველი ჩოგბურთელი როტერდამში საერთაშორისო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდი 2 098 480 ევროა, მე-9 განთესვით იასპარეზებს. მისი პირველი მეტოქე სამხრეთ კორეელი ჰეიონ ჩუნი იქნება. თუკი ბასილაშვილმა აზიელს აჯობებს, 45 სარეიტინგო ქულას მიიღებს, მე-2 რაუნდში კი სლოვაკ მარტინ კლიჟანსა და უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება.