ორივე კალათბურთელის საშუალო მარგი ქმედების კოეფიციენტი მიმდინარე თვეში 27-ს გაუტოლდა, რაც საუკეთესო შედეგია.
შერმადინმა მადრიდის „რეალთან“ ბრწყინვალე თამაში ჩაატარა და საკუთარ გუნდს ორმაგი დუბლით შეეწია - 18 ქულა, 10 მოხსნა და 27 მარგი ქმედების კოეფიციენტი.
ქართველმა ცენტრმა „უნიკახას“ ბოლო ტურში „მანრესასთანაც“ ულიდერა. მის აქტივში ამჯერად 19 ქულა, 5 მოხსნა და ისევ 27 მარგი ქმედების კოეფიციენტი იყო. საშუალოდ კი განვლილ ორ თამაშში შერმადინი ასეთი შედეგიანობით ირჯებოდა: 18.5 ქულა, 7.5 მოხსნა, 81% ზუსტი სროლა (13/16 ორქულიანი) და 73% საჯარიმოების სიზუსტე (11/15).
აღსანიშნავია, რომ შერმადინი ლიგა ენდესას თვის საუკეთესო კალათბურთელად მეოთხედ დასახელდა. მანამდე, 2016-2017 წლების სეზონში (იანვარი, მარტი, მაისი) „მორაბანკ ანდორას“ რიგებში მოახერხა იგივეს გაკეთება.