პოლონური ფესვების მქონე არგენტინელ ფეხბურთელს „ბებერ ქალბატონთან“ ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. იგი „იუვეში“ 2015 წელს „პალერმოდან“ გადავიდა.
ტურინული გრანდის შემადგენლობაში პაულო დიბალა სამჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, ამდენჯერვე მოიგო ქვეყნის თასი და ორჯერ - იტალიის სუპერ თასი.
მიმდინარე სეზონში დიბალამ იტალიის ჩემპიონატის 19 მატჩში ითამაშა, რომლებშიც ორი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემით გამოირჩა, მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში კი ჯგუფურ ეტაპზე 5 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში რობერტ ლევანდოვსკისა (8) და ლიონელ მესის (6) ჩამორჩება.