weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მოჭიდავე ჯაბა ყველაშვილს ქუდზე RUSSELL აწერია და არა RUSSIA

15:57 ოთხშაბათი, 13 თებერვალი 2019

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრს, ჯაბას (ჯუმბერ) ყველაშვილს ქუდზე RUSSELL აწერია და არა RUSSIA. ამის შესახებ „ფეისბუქზე“ თავად სპორტსმენმა დაწერა.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ მე ვარჯიშის დროს მეფარა რუსეთის ქუდი. მინდა ყველას ვთხოვო, ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას. ქუდს, რომელიც ფოტოზეა, აწერია RUSSELL და არა RUSSIA. გთხოვთ, გვაცალოთ მშვიდად ვარჯიში და ინტრიგების ნაცვლად დაინტერესდეთ სპორტის გაშუქებით“, – წერს ყველაშვილი.

გორელი ფალავანის ფოტო, სადაც მას აღნიშნული ქუდი ახურავს, Instagram-ის ე.წ. სთორიში მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გამოაქვეყნა. მედიასაშუალებების ნაწილმა დაწერა, რომ სპორტსმენს ქუდზე RUSSIA ეწერა.

ჯაბა ყველაშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. „რეგინფო“ ამბის გასარკვევად ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელს, ოთო მაღლაკელიძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ სპორტსმენთან დაკავშირებას ორი დღეა ვერ ახერხებდა. მისივე თქმით, ის ესაუბრა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გიორგი იანტბელიძეს, რომელმაც თქვა, რომ მოჭიდავეებს ნივთები მსგავსი წარწერით არ აქვთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]