weather cur horoscope tv
ივნისი 02, 2020

„აიაქსი“ შინ დამარცხდა, „ტოტენჰემმა“ ბუნდესლიგის ლიდერი გაანადგურა

10:37 ხუთშაბათი, 14 თებერვალი 2019 hits 383

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი მერვედფინალური შეხვედრა გაიმართა. ამსტერდამის „აიაქსმა“ ახალგაზრდული გუნდით ბევრი უტია მადრიდის „რეალს“, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა, ლონდონის „ტოტენჰემმა“ კი დორტმუნდის „ბორუსიას“ სამბურთიანი სხვაობით სძლია.

„ამსტერდამ არენაზე“ ჰოლანდიური ფეხბურთის ფლაგმანმა თამაში აქტიურად დაიწყო და მასობრივი იერიშები მიიტანა სახელოვანი მეტოქის კარის სიახლოვეს. „აიაქსს“ გოლის გატანა ბევრჯერ შეეძლო და გაიტანა კიდეც, თუმცა ვიდეორეფერიმ გოლი გაუუქმა. პირველ ტაიმში „რეალი“ საერთოდ ვერაფერს ახერხებდა, მინდორზე მხოლოდ მასპინძლები დომინირებდნენ, რომლებსაც გოლის გატანა მართებდათ.

მეორე ნახევარში კი ანგარიში მოულოდნელად მადრიდულმა გრანდმა გახსნა და გამოჩნდა, რა განსხვავებაა მონდომებასა და კლასს შორის. ამსტერდამელებმა მძლავრად შეუტიეს და მასპინძელთაგან ყველაზე აქტიურმა ჰაქიმ ზიეშმა გაათანაბრა. მატჩი ლოგიკური ყაიმისკენ მიდიოდა, მაგრამ როგორც უკვე ვახსენეთ, „რეალმა“ კლასი გამოავლინა და დაამტკიცა, რომ მხოლოდ ძლიერებს უმართლებთ - შეცვლაზე შესულმა მარკო ასენსიომ საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე გამარჯვებისა გაიტანა.

აიაქსი - რეალი 1:2

0:1 ბენზემა (60) 1:1 ზიეში (75) 1:2 ასენსიო (87).

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში მატჩამდე ფავორიტის დასახელება რთული იყო. საერთო მოსაზრებით, ტოტენჰემი-დორტმუნდის წყვილი თანაბარი ძალის გახლდათ. ლეგენდარულ „უემბლიზე“ პირველი ტაიმი უგოლოდ მორჩა კიდეც, მეორე ნახევრის დასაწყისში კი „ჰოტსპურმა“ ანგარიში გახსნა და მატჩის დასასრულისკენ კიდევ ორჯერ გაუტანა გერმანიის ჩემპიონატის პირველადგილოსან გუნდს, რომელსაც საკადრო პრობლემები აწუხებდა.

ტოტენჰემ ჰოტსპური - დორტმუნდის ბორუსია 3:0

ჰიუნ-მინ სონი (47), ვერტონგენი (83), ფ. ლორენტე (86).

ამ თემაზე:

პარიზელთა გამარჯვება მანჩესტერში და ძანიოლოს დუბლი რომში

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]