„ამსტერდამ არენაზე“ ჰოლანდიური ფეხბურთის ფლაგმანმა თამაში აქტიურად დაიწყო და მასობრივი იერიშები მიიტანა სახელოვანი მეტოქის კარის სიახლოვეს. „აიაქსს“ გოლის გატანა ბევრჯერ შეეძლო და გაიტანა კიდეც, თუმცა ვიდეორეფერიმ გოლი გაუუქმა. პირველ ტაიმში „რეალი“ საერთოდ ვერაფერს ახერხებდა, მინდორზე მხოლოდ მასპინძლები დომინირებდნენ, რომლებსაც გოლის გატანა მართებდათ.
მეორე ნახევარში კი ანგარიში მოულოდნელად მადრიდულმა გრანდმა გახსნა და გამოჩნდა, რა განსხვავებაა მონდომებასა და კლასს შორის. ამსტერდამელებმა მძლავრად შეუტიეს და მასპინძელთაგან ყველაზე აქტიურმა ჰაქიმ ზიეშმა გაათანაბრა. მატჩი ლოგიკური ყაიმისკენ მიდიოდა, მაგრამ როგორც უკვე ვახსენეთ, „რეალმა“ კლასი გამოავლინა და დაამტკიცა, რომ მხოლოდ ძლიერებს უმართლებთ - შეცვლაზე შესულმა მარკო ასენსიომ საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე გამარჯვებისა გაიტანა.
აიაქსი - რეალი 1:2
0:1 ბენზემა (60) 1:1 ზიეში (75) 1:2 ასენსიო (87).
პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში მატჩამდე ფავორიტის დასახელება რთული იყო. საერთო მოსაზრებით, ტოტენჰემი-დორტმუნდის წყვილი თანაბარი ძალის გახლდათ. ლეგენდარულ „უემბლიზე“ პირველი ტაიმი უგოლოდ მორჩა კიდეც, მეორე ნახევრის დასაწყისში კი „ჰოტსპურმა“ ანგარიში გახსნა და მატჩის დასასრულისკენ კიდევ ორჯერ გაუტანა გერმანიის ჩემპიონატის პირველადგილოსან გუნდს, რომელსაც საკადრო პრობლემები აწუხებდა.
ტოტენჰემ ჰოტსპური - დორტმუნდის ბორუსია 3:0
ჰიუნ-მინ სონი (47), ვერტონგენი (83), ფ. ლორენტე (86).
ამ თემაზე: