weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩილემ პორტუგალია დაამარცხა და ფინალში გავიდა

10:00 ხუთშაბათი, 29 ივნისი 2017

რუსეთში მიმდინარე FIFA-ს კონფედერაციათა თასის გათამაშებაზე პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა. ქალაქ ყაზანის სტადიონზე ერთმანეთის პირისპირ ევროპის ჩემპიონი პორტუგალია და ამერიკის ჩემპიონი ჩილე წარსდგნენ. უგოლო მატჩის ბედი საბოლოოდ პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც ჩილელთა კაპიტანმა მეკარემ, კლაუდიო ბრავომ საუცხოოდ ითამაშა და საკუთარ გუნდს ტურნირის ფინალში გაუძღვა.

ორი ფრთხილი გუნდის დაპირისპირება ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობდა. საგოლე მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა, თუმცა ხან მეკარეები ახორციელებდნენ სეივებს, ხანაც ფეხბურთელებს არ უმართლებდათ. ნულოვანი ფრის შემდეგ დანიშნულ ოვერტაიმის ბოლო წუთზე ჩილელებს ყველაზე რეალური შანსი მიეცათ, თუმცა ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ - ხარიხას. თერთმეტმეტრიანებში კი როგორც უკვე აღვნიშნეთ, მატჩის გმირმა სამხრეთ ამერიკელმა გოლკიპერმა საფეხბურთო სასწაული მოახდინა: ზედიზედ სამი პენალტი მოიგერია და ევროპის ჩემპიონებიც „მშრალი“ სერიით 0:3 დამარცხდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]