ფინალში თიბილაშვილი ტაილანდელ ატიტაია ჩოკერს დაუპირისპირდა და ანგარიშით 15:7 დაამარცხა.
თიბილაშვილისთვის, აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში, ეს მესამე ოქროს მედალია.
შეგახსენებთ, რომ საამიროებში გამართულ მსოფლიო თასზე გამარჯვებული ასევე გახდა ირმა ხეცურიანი.