23 მარტს, პორტუგალიის ქალაქ პორტოში „სელესაო“ პანამას გაეჯიბრება, 26 მარტს კი პრაღაში ჩეხეთს ესტუმრება.
„კოპა ამერიკაზე“ გუნდები კენჭისყრით განაწილდნენ
შეგახსენებთ, რომ „კოპა ამერიკას“ ბრაზილია 14 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. „პენტაკამპეონები“ ტურნირზე 14 ივნისს სან პაულოში „მორუმბიზე“ ბოლივიას შეხვდებიან, 18 ივნისს ქალაქ სალვადორში - ვენესუელას, 22-ში კი ისევ სან პაულოში, ამჯერად „არენა კორინთიანსზე“ პერუს დაუპირისპირდება.
ბრაზილიამ ამერიკის ჩემპიონატი ბოლოს 2007 წელს მოიგო, შემდეგი ორი გათამაშება კი ჩილელთა ტრიუმფით დასრულდა.