„უზომოდ ბედნიერი ვარ, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია კიდევ ერთი ვადით ვუხელმძღვანელო ქართულ ფეხბურთს. ვხვდები, თუ რამხელა პასუხისმგებლობა მაკისრია და აბსოლუტურად ვიაზრებ ამ ყველაფერს. მზად ვარ თქვენთან ერთად, ჩვენს ძალიან მაგარ და დიდ გუნდთან ერთად, ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის კიდევ უფრო ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელო, რათა სპორტის ეს სახეობა უფრო წარმატებული გახდეს ჩვენს ქვეყანაში.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასეთი ნდობისთვის, უდიდესი პასუხისმგებლობაა, როდესაც კიდევ ერთხელ გიცხადებენ ნდობას, გაფასაბენ და გაძლევენ შანსს უხელმძღვანელო სპორტის იმ სახეობას, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.“ - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.