შეჯიბრებაში, რომელსაც ბაკურიანმა უმასპინძლა, თბილისის, ბოლნისის, რუსთავის, სამტრედიის, ქუთაისისა და ბათუმის ორი გუნდი მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ დღეს დაიწყო ევროპის ჩემპიონატი, რომელიც 17 თებერვლამდე გაგრძელდება. ევროპის ჩემპიონატის ტურში, რომელსაც ასევე ბაკურიანი მასპინძლობს, საქართველოდან სულ სამი გუნდი მონაწილეობს, მათ შორისაა აჭარის გამარჯვებული გუნდიც.