weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არგენტინას, ურუგვაის, პარაგვაისა და ჩილეს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ერთობლივად სურთ

10:53 შაბათი, 16 თებერვალი 2019

მსოფლიოს 2030 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობაზე არგენტინა, ურუგვაი, პარაგვაი და ჩილე FIFA-ში ერთობლივი განაცხადის შეტანას აპირებენ. აღსანიშნავია, რომ ამ წელს აღინიშნება მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების 100 წლისთავი, თანაც 1930 წლის მუნდიალს სწორედ ურუგვაი მასპინძლობდა.

იმავე წლის ტურნირის ორგანიზებისთვის შესაძლოა, კიდევ რამდენიმე ერთობლივი განაცხადი მომზადდეს, ესენია:

ინგლისი, შოტლანდია, უელსი, ჩრდილოეთ ირლანდია და ირლანდია;

მაროკო, ესპანეთი და პორტუგალია;

სერბეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი და რუმინეთი.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში ჩატარდება, 2026 წელს კი მუნდიალს კანადა-აშშ-მექსიკა უმასპინძლებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]