უკანა ხაზი:
ლაშა ხმალაძე
გიორგი აფციაური
ზურაბ ძნელაძე
გიორგი კვესელაძე
სანდრო თოდუა
თედო აბჟანდაძე
ვასილ ლობჟანიძე
შერკინება:
გურამ გოგიჩაშვილი
შალვა მამუკაშვილი
ლევან ჩილაჩავა
ნოდარ ჭეიშვილი
გიორგი ნემსაძე
გიორგი თხილაიშვილი
გიორგი ცუცქირიძე
ბექა გორგაძე
ერთი კვირის წინ რუმინეთთან მოგებული (18:9) მატჩის შემდეგ მილტონ ჰეიგმა ხაზი უცვლელი დატოვა. ფულბეკი ლაშა ხმალაძე იქნება, რომელმაც რუმინეთთან 70-ე სანაკრებო მატჩი ჩაატარა. ცენტრში გიორგი კვესელაძე და ზურაბ ძნელაძე შეწყვილდებიან, ფრთებზე სანდრო თოდუა და გიორგი აფციაური დადგებიან, ხოლო ღერძზე ზედიზედ მეოთხე თამაშია ვასილ ლობჟანიძისა და თედო აბჟანდაძის დუეტი იქნება.
შერკინების სამივე ხაზში თითო ცვლილებაა: პირველ ნომრად და კვაჭად ადგილი შეინარჩუნეს გურამ გოგიჩაშვილმა და შალვა მამუკაშვილმა, ხოლო მარჯვენა ბურჯად თამაშს ლევან ჩილაჩავა იწყებს, რომელიც წინა მატჩში მარქაფაში იყო. მეორე ხაზში გუნდის კაპიტან გიორგი ნემსაძეს ამჯერად ნოდარ ჭეიშვილი შეუწყვილდება, რომელიც რუმინეთში ასევე მარქაფაში იყო. ძირითადში დაწინაურდა გიორგი თხილაიშვილიც. მეორე ფლანკერი გიორგი ცუცქირიძე, ხოლო შემკვრელი რუმინელებთან მეორე ლელოს ავტორი ბექა გორგაძე იქნება.
თადარიგი:
მირიან მოდებაძე
ლაშა მალაღურაძე
გიორგი ბეგაძე
გიორგი ჭყოიძე
ბექა გიგაშვილი
გიორგი მელიქიძე
გრიგორ ქერდიყოშვილი
გიორგი ჯავახია
„ბორჯღალოსანთა“ რიგებში პირველად ესპანეთთან ორი მორაგბე გამოჩნდება: „ლელო-სარასენსის“ მეორეხაზელი გრიგორ ქერდიყოშვილი და ფრანგული „ორიაკის” 22 წლის მესამეხაზელი გიორგი ჯავახია.