weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გიორგი მაკარიძე კარიერას „ბრაგაში“ გააგრძელებს

11:59 ხუთშაბათი, 29 ივნისი 2017

როგორც ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემა A Bola იტყობინება, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე „ბრაგაში“ გადავა, რადგან 27 წლის მეკარის პორტუგალიურ კლუბში ტრანსფერზე მხარეები უკვე შეთანხმდნენ და ქართველი ფეხბურთელი „ბრაგასთან“ 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე გიორგი მაკარიძის მომავალს ლისაბონის „ბენფიკას“ უკავშირებდნენ, თუმცა როგორც ჩანს, „ბრაგას“ ვარიანტი უფრო რეალური აღმოჩნდა. „ბენფიკასგან“ განსხვავებით „ბრაგა“ პორტუგალიური ფეხბურთის ფლაგმანად არ ითვლება, თუმცა სუსტ გუნდად არ მოიაზრება და ბოლო წლებში პორტუგალიური დიდი ტრიოს - „ბენფიკას“, „პორტოსა“ და „სპორტინგთან“ ყველაზე ახლოსაა.

რაც შეეხება გიორგი მაკარიძეს, პორტუგალიური გრანდების ყურადღება მას შემდგომ მიიპყრო, რაც მოკრძალებულ „მორეირენსეში“ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]