weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მოსკოვის „ლოკომოტივში“ მეორე ქართველიც ითამაშებს

15:46 შაბათი, 16 თებერვალი 2019

მოსკოვის საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივში“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი სოლომონ (საბა) კვერკველია თამაშობს, ხვიჩა კვარაცხელია ჩაირიცხა. 18 წლის ქართველი ფეხბურთელი რუსეთის მოქმედ ჩემპიონ გუნდში იჯარის წესით სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

ხვიჩა კვარაცხელია სრულწლოვანი სამი დღის წინ შესრულდა და პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმებაც შესაძლებელი გახდა.

ახალგაზრდა მოთამაშე თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, ბოლოს იგი „რუსთავში“ თამაშობდა, რომლის რიგებშიც ჩატარებულ 18 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

„ერთი ქართველი კარგია, ორი კი - უკეთესი“, - თქვა სოლომონ კვერკველიამ კვარცხელიასთან შეხვედრისას სპეციალურ ვიდეოში, რომელიც „რკინიგზელთა“ საფეხბურთო კლუბმა გამოაქვეყნა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]