პრესტიჟულმა სპორტულმა ტელეარხმა ESPN-მა გამოკითხვა მას შემდეგ ჩაატარა, რაც ბრაზილიურმა ჟურნალმა Placar-მა ნეიმარი პელეს შემდეგ საუკეთესო ბრაზილიელად დაასახელა.
გამოკითხვაში 27 წლის ვარსკვლავი მე-11 ადგილზე აღმოჩნდა, ათეული კი ასე გამოიყურება:
- რონალდო
- რონალდინიო
- რომარიო
- ზიკო
- რივალდო
- სოკრატესი
- კაკა
- სხვა
- ფალკაო
- კარეკა
აქვე გეტყვით, რომ ნეიმარი ეროვნულ გუნდში 2010 წლიდან თამაშობს და 96 მატჩში 60 გოლი აქვს გატანილი, რაც ბრაზილიის მდიდარი წარსული მქონე ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.