ამ ეტაპზე მხოლოდ მატჩის ჩატარების თარიღია ცნობილი, ხოლო მასპინძელი ქალაქი და სტადიონი მოგვიანებით დაზუსტდება. ხორვატიამდე „ჯვაროსნები“ კიდევ ერთ სპარინგ-მატჩს სექტემბერში გამართავენ, თუმცა ჯერ-ჯერობით მეტოქის ვინაობა ცნობილი არაა.
საქართველო და ხორვატია აქამდე ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. ევრო 2012-ის შესარჩევი ციკლის თბილისური მატჩი ქართველებმა ლევან კობიაშვილის გოლით მოიგეს, ხოლო სპლიტში მასპინძლებმა მარიო მანჯუკიჩისა და ნიკოლა კალინიჩის გვიანი გოლებით 2:1 იმარჯვეს, საქართველოს ნაკრები ჯაბა კანკავას გოლით მე-17 წუთიდან იგებდა.