სულშერმა ბოლო პერიოდში არადამაკმაყოფილებელ ფორმაში მყოფ ალექსის სანჩესის შესახებ გააკეთა კომენტარი.
„ვფიქრობ, რომ სანჩესი კარგი და ნიჭიერი ფეხბურთელია. დიახ, მას რაღაც გამოსასწორებელი აქვს. „ფულემთან“ მატჩში ნახეთ, რომ სანჩესმა შანსი მიიღო. ის ძალიან აქტიური იყო, მეტოქეებს ბურთს ართმევდა. დარწმუნებული ვარ, გოლის გატანის შემთხვევაში, ის თავდაჯერებული იქნება. ყველას გვესმის, რომ მისი სახით კარგი ფეხბურთელი გვყავს. იგი კეტჩუპის ბოთლივითაა - გარეთ გამოტანა თავიდან რთულია, მაგრამ შემდეგ ძალიან დიდი რაოდენობით მოდის“, - განმარტა ნორვეგიელმა მწვრთნელმა Sky Sports-თან საუბარში.
ცნობისთვის, ჩილელ თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში მანჩესტერელთა შემადგენლობაში 19 მატჩში მხოლოდ 2 გოლი აქვს გატანილი და არარეგულარულად ხვდება „წითელი ეშმაკების“ შემადგენლობაში.