ახალი გამოცემა 1962 წლის 29 ივნისს, თბილისის „დინამოს“ კალათბურთელთა გუნდის მიერ მოგებულ ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასზე მოგვითხრობს - 55 წლის წინ, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაში „დინამოელებმა“ მადრიდის „რეალი“ 90:83 დაამარცხეს.
48-გვერდიან წიგნში თავმოყრილია კალათბურთის ჩემპიონთა თასის მოგებასთან დაკავშირებით ქართულ სპორტულ პრესაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული წერილები, ასევე ის იშვიათი ფოტომასალა, რომელიც მაშინდელ ფინალს ასახავს.