weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„დინამოს“ კალათბურთელების 55 წლის წინანდელ გამარჯვებაზე წიგნი გამოიცა

15:18 ხუთშაბათი, 29 ივნისი 2017

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ახალი წიგნის - „დიდი გამარჯვების 55 წლის იუბილე“ პრეზენტაცია გაიმართა.

ახალი გამოცემა 1962 წლის 29 ივნისს, თბილისის „დინამოს“ კალათბურთელთა გუნდის მიერ მოგებულ ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასზე მოგვითხრობს - 55 წლის წინ, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაში „დინამოელებმა“ მადრიდის „რეალი“ 90:83 დაამარცხეს.

48-გვერდიან წიგნში თავმოყრილია კალათბურთის ჩემპიონთა თასის მოგებასთან დაკავშირებით ქართულ სპორტულ პრესაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული წერილები, ასევე ის იშვიათი ფოტომასალა, რომელიც მაშინდელ ფინალს ასახავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]