მსუბუქი წონის დივიზიონის დაღესტნელმა ჩემპიონმა Instagram-ზე 37 წლის მებრძოლი გამოიწვია:
„მოდი, ეს იყოს ნოემბერში. ამ ბრძოლის შემდეგ შეგიძლია კარიერა დაასრულო. მე შენს ბრძოლებზე გავიზარდე და უდიდეს პატივს გცემ, და მგონია, რომ ეს დავამტკიცე, როდესაც მოსკოვში იყავი, თუმცა ჩემთვის დიდი პატივი იქნება, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლს ოქტაგონზე შევხვდე“ - დაწერა ნურმაგომედოვმა.
დაუმარცხებელ ხაბიბ ნურმაგომედოვს ჟორჟ სენ-პიერის წინააღმდეგ ბრძოლა 70 კგ წონით კატეგორიაში სურს, რაც გამოცდილ კანადელს შანსს მისცემს, გახდეს ისტორიაში პირველი მებრძოლი, რომელიც ტიტულს სამ სხვადასხვა წონაში მოიგებს.
ჟორჟ სენ-პიერმა დაღესტნელი სპორტსმენის გამოწვევას უპასუხა და განაცხადა, რომ აფასებს ხაბიბის საქციელს, თუმცა ბრძოლის ჩატარება მათზე არაა დამოკიდებული.