„ცხინვალის“ ხუთი ფეხბურთელი სპორტული ატრიბუტიკის მაღაზიაში შევიდა. როგორც შემდგომ კონსულტატმა აღმოაჩინა, მაღაზიას სპორტული ფეხსაცმელი, შარვალი, შორტები და 9 მსგავსი საქონელი აკლდა.
დადგინდა, რომ ძარცვა ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:45 საათზე მოხდა, ხოლო ეჭვმიტანილთა ამოცნობა კამერის საშუალებით მოხერხდა, ასევე დაფიქსირდა ავტომობილი, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ.
ხუთი ეჭვმიტანილი - კახა კ., პაპუნა მ., დათა ს., გიორგი ბ. და გურამ მ., ანტალიის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დააკავეს.