weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სარდარ აზმუნი ევროტურნირების საუკეთესო ირანელი მეგოლეა

15:45 პარასკევი, 22 თებერვალი 2019

სანკტ პეტერბურგის „ზენიტისა“ და ირანის ნაკრების 24 წლის თავდამსხმელმა სარდარ აზმუნმა ევროპა ლიგის 1/16 ფინალის მატჩში სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ დუბლი შეუსრულა და საუკეთესო ირანელი ბომბარდირი გახდა ევროთასებზე.

UEFA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სარდარ აზმუნის ანგარიშზე ჯამში 8 გოლია. მის შემდეგ ლეგენდარული ალი დაეი მოდის 6 ბურთით, სამან ღოდოსსა და მეჰდი მაჰდავიკიას კი ხუთ-ხუთჯერ დაულაშქრავთ მეტოქეთა კარი ევრიტურნირებზე.

აზმუნმა, რომელიც „ზენიტში“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ყაზანის „რუბინიდან“ გადავიდა, „ფენერბაჰჩესთან“ მოგებულ შეხვედრაში (3:1) საგოლე პასიც მიითვალა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]