საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას ევროპა ლიგის ფინალის მიღების სურვილი დაუდასტურა. მატჩის მასპინძლად თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“ განიხილება.
ევროპა ლიგის ფინალის მიღება თბილისის გარდა სევილიის „ესტადიო რამონ სანჩესს პისხუანს“ სურს, ევროპის სუპერ თასის მასპინძლად მინსკის „დინამოს“, ხარკოვის „მეტალისტისა“ და ჰელსინკის ოლიმპიური სტადიონები, ასევე ბელფასტის „უინძორ პარკი“ განიხილებიან, ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩის გასამართად სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ სტადიონი და მიუნხენის „ბაიერნის“ სტადიონი „ალიანც არენა“ იბრძვიან, ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე კი მხოლოდ გიოტებორგის „გამლა ულევი“ აცხადებს პრეტენზიას.
UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტი 2021 წლის ევროთასების ფინალების მასპინძლებს წელს, 29 მაისს დაასახელებს.