weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თბილისის „დინამო არენა“ ევროთასების ფინალების კანდიდატთა შორისაა

16:46 შაბათი, 23 თებერვალი 2019

UEFA-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, 2020-21 წლების სეზონის ევროპის საკლუბო ტურნირების ფინალების მასპინძლობა 9 ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციას, მათ შორის საქართველოს სურს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას ევროპა ლიგის ფინალის მიღების სურვილი დაუდასტურა. მატჩის მასპინძლად თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“ განიხილება.

ევროპა ლიგის ფინალის მიღება თბილისის გარდა სევილიის „ესტადიო რამონ სანჩესს პისხუანს“ სურს, ევროპის სუპერ თასის მასპინძლად მინსკის „დინამოს“, ხარკოვის „მეტალისტისა“ და ჰელსინკის ოლიმპიური სტადიონები, ასევე ბელფასტის „უინძორ პარკი“ განიხილებიან, ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩის გასამართად სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ სტადიონი და მიუნხენის „ბაიერნის“ სტადიონი „ალიანც არენა“ იბრძვიან, ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე კი მხოლოდ გიოტებორგის „გამლა ულევი“ აცხადებს პრეტენზიას.

UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტი 2021 წლის ევროთასების ფინალების მასპინძლებს წელს, 29 მაისს დაასახელებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]