weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პირველად ისტორიაში ქართველმა მოფარიკავემ გრან-პრიზე მედალი მოიპოვა

10:51 კვირა, 24 თებერვალი 2019

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, ხმლით ფარიკაობაში გამართულ შეჯიბრებაში ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედლი მოიპოვა. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა ქართული ფარიკაობის ისტორიაში, როდესაც ქართველმა მოფარიკავემ გრან პრიზე მედალი აიღო.

სანდრო ბაზაძემ მეოთხედფინალში მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, ამერიკელი ელი დერშვიცი 15:12 დაამარცხა. ნახევარფინალში ის ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან, უნგრელ არონ შილაგისთან 5:15 დამარცხდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]