დავით ქირია მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა.
„ამ წუთებში ჩამოვედი რინგიდან. მადლობას გიხდით ყველას. ჩვენ ეს ერთად შევძელით. თქვენ რომ არა, მე ამას ვერ შევძლებდი. ამას გულით გეუბნებით. მადლობა იმ მოტივაციისთვის, იმ თანადგომისთვის, რასაც მოსამზადებელ პერიოდში გამოხატავდით“, - განაცხადა ბრძოლის შემდეგ დავით ქირიამ.
დავით ქირიას სულ 52 ორთაბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 35 გამარჯვება (16 ნოკ-აუტით) და 17 მარცხი აქვს.