weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქუთაისის „ტორპედომ“ საქართველოს სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიგო

09:50 ორშაბათი, 25 თებერვალი 2019
ფოტო: ფეხბურთის ფედერაცია ფოტო: ფეხბურთის ფედერაცია

ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა. კახა ჩხეტიანის გუნდმა ჩემპიონი „საბურთალო“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

ქვეყნის ჩემპიონის, „საბურთალოსა“ და საქართველოს თასის მფლობელ ქუთაისის „ტორპედოს“ შორის შეხვედრა გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. მატჩის ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე, მერაბ გიგაურმა გაიტანა. „ტორპედომ“ 1:0 საპატიო ტიტულთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციისგან საპრიზო 50 ათასი ლარიც მიიღო.

ქუთაისის „ტორპედო“ სუპერ თასის მფლობელი პირველად 2018 წელს გახდა, როდესაც გუნდმა საჩხერის „ჩიხურა“ დაამარცხა.

ფეხბურთში საქართველოს სუპერ თასი წელს პირველად გახდა სახელობითი და ის ამიერად სლავა მეტრეველის სახელს ატარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]