weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ინგლისის ლიგის თასი „მანჩესტერ სიტიმ“ ზედიზედ მეორედ მოიგო

12:06 ორშაბათი, 25 თებერვალი 2019

ინგლისის ლიგის თასი, რომელსაც ამჟამად მთავარი სპონსორის, ენერგეტიკული სასმელის მწარმოებელ ფირმა „კარაბაოს თასიც“ ეწოდება „მანჩესტერ სიტიმ“ ზედიზედ მეორედ, სულ კი ისტორიაში მეექვსედ მოიპოვა.

ფინალური შეხვედრა ლეგენდარულ „უემბლიზე“ შედგა. პეპ გვარდიოლას გუნდისა და მაურიციო სარის გაწვრთნილი ლონდონის „ჩელსის“ შორის გამართული დაპირისპირების ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დამთავრდა. პენალტების სერიის დაწყებამდე კი უჩვეულო რამ მოხდა -  „ჩელსის“ ახალგაზრდა ბასკმა მეკარემ, კეპა არისაბალაგამ მცირე ტრავმა მიიღო და მაურიციო სარიმ, რომელსაც ისედაც წყალი აქვს შეყენებული ლონდონელ „არისტოკრატთა“ ბანაკში, პენალტების სერიისთვის ვეტერანი სათადარიგო მეკარის, არგენტინელი ვილი კაბალიეროს გამოყვანა განიზრახა. ამაზე არისაბალაგა საკმაოდ გაბრაზდა და მოედნიდან გასვლა იუარა. სარი გასახდელისკენ გაიქცა, თუმცა მალევე დაბრუნდა. საბოლოოდ, რამდენიმეწუთიანი დავისა და დაძაბულობის შემდეგ  პენალტებისთვის კეპა დარჩა, სერია კი „მანჩესტერ სიტიმ“ 4:3 მოიგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]