weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქუთაისში ქართველ და პოლონელ ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა

10:52 პარასკევი, 30 ივნისი 2017

ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ბათუმის „დინამოსა“ და ბიალიშტოკის „იაგელონიას“ მატჩის დაწყებამდე ორი გუნდის გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ქართველმა და პოლონელმა ფეხბურთის ქომაგებმა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრული პოლიცია, თუმცა სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ. უცნობია, რამ გამოიწვია მეტოქე გუნდების გულშემატკივრებს შორის კონფლიქტი.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის „დინამო“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონურ „იაგელონიასთან“ 0:1 დამარცხდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]