weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბასილაშვილი დუბაის ტურნირის მერვედფინალში ბაუტისტა აგუტს შეხვდება

10:22 სამშაბათი, 26 თებერვალი 2019

ნიკოლოზ ბასილაშვილმა არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ დუბაიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი $2 887 895 გახლავთ, მე-4 ნომრად განთესილი რუსი კარენ ხაჩანოვი 6:4, 6:1 დაამარცხა და მერვედფინალში ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს შეხვდება.

მსოფლიოს მე-12 ჩოგანთან შეხვედრა საათსა და 11 წუთს გაგრძელდა და ქართველმა ჩოგბურთელმა 9-დან 3 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება არცერთხელ წაუგია, რაც მისთვის იშვიათი მოვლენაა. ხაჩანოვის დამარცხებით, ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა და 37 620 დოლარი გამოიმუშავა.

ბასილაშვილისა და ბაუტისტა აგუტის მატჩი 27 თებერვალს შედგება და გამარჯვებული 90 სარეიტინგო ქულასა და 75 170 დოლარს გამოიმუშავებს. თუკი გამარჯვებული ქართველი აღმოჩნდება, დიდი ალბათობით, ის სწორედ ესპანელი მეტოქის კუთვნილ მე-18 პოზიციას დაეპატრონება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]